Belive

მილუოკიმ კვლავ გაიმარჯვა - მამუკელაშვილს მცირე სათამაშო დრო მიეცა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "პორტლენდისა" და "მილუოკის" დაპირისპირება შედგა.

პორტლენდში, "Moda Center"-ში გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით, 108:127 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ "მილუოკიმ" ზედიზედ მე-8 გამარჯვება მოიპოვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 პოზიციას იკავებს.

"პორტლენდის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, სანდრო მამუკელაშვილს მცირე სათამაშო დრო მიეცა. "ბაქსის" ქართველმა პორვარდმა პარკეტზე გატარებულ 3:41 წუთში 2 ქულისა და 1 მოხსნის დაგროვება შეძლო.

სხვა სტატიები