მარცხი 14 ქულით - საქართველოს ნაკრები ევრობასკეტს 1/4-ფინალიდან გამოეთიშა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ფინეთთან 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 79:93 დამარცდა და ტურნირს გამოეთიშა.
ჩვენს გუნდს 22 ქულით, 4 შედეგიანი გადაცემით, 4 მოხსნითა და 2 ჩაჭრით სანდრო მამუკელაშვილმა ულიდერა. 18 ქულა, 5 პასი, 4 მოხსნა და 1 დაფარება იყო თორნიკე შენგელიას ანგარიშზე. 19 ქულასა და 5 მოხსნას მოუყარა თავი დუდა სანაძემ.
ფინეთის ნაკრებში 19 ქულით, 5 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით მიკაელ იანტუნენი გამოირჩა.
საქართველოსთვის ევრობასკეტ 2025 ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა, ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 8 საუკეთესო გუნდში პირველად მოხვდა.
ფინეთი ასპარეზობას ნახევარფინალში გააგრძელებს, სადაც მისი მეტოქე გერმანიის ან სლოვენიის ნაკრები იქნება.
SUOMI WILL FIGHT FOR A #EUROBASKET MEDAL FOR THE FIRST TIME EVER! 🇫🇮 pic.twitter.com/jBv4ljNdq5
— FIBA EuroBasket (@EuroBasket) September 10, 2025