Belive

გიორგი შერმადინი: "გული მტკივა, მინდოდა მოგებით წავსულიყავი"

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიოს საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის (2027 წელი) პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გახსნით მატჩში, საქართველოს ნაკრებმა უკრაინას უმასპინძლა და 79:92 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბოლო საშინაო მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინმა - ვეტერანი 202-ე შეხვედრას ესპანეთთან (30 ნოემბერი) ჩაატარებს და სანაკრებო კარიერას დაასრულებს.

არც კი ვიცი რა ვთქვა. დიდი ხანი ვფიქრობდი ამ თამაშზე. არასდროს ისე არ მინერვიულია - როგორც დღეს, ალბათ ეს მეტყობოდა კიდეც. გული მტკივა წაგების გამო, მინდოდა მოგებით დაგმშვიდობებოდით. ვერაფერს ვიზამთ, ეს კალათბურთია, ბევრჯერ მოგვიგია და ბევრჯერ წაგვიგია. ახლა ნაკრები შეეცდება, მსოფლიოს შესარჩევის პირველი თამაში ესპანეთში მოიგოს. - განაცხადა გიორგი შერმადინმა

მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპი 2 ნაწილადაა დაყოფილი. პირველ ეტაპზე 32 გუნდი 8 ჯგუფად არის განაწილებული და ჩვენს ჯგუფში ესპანეთი, უკრაინა და დანია არიან. ყველა ჯგუფიდან 3 საუკეთესო 6-გუნდიან ოთხ ჯგუფს შექმნის და მეორე ეტაპი დაიწყება.

სხვა სტატიები