"გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში უდავოდ საუკეთესო ცენტრია" - ჩემპიონთა ლიგის გვერდი
11 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის გვერდმა გიორგი შერმადინი დეკადის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. მათ ქართველი კალათბურთელი და მარსელინიო უერტასი ერთ-ერთ საუკეთესო დუეტად დაასახელეს და ისტორიაში მე-2 ადგილზე გაიყვანეს.
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა 2016 წლიდან ტარდება და მათ ამ დროის განმავლობაში საუკეთესოები დაასახელეს.
ვრცლად მათ სტატიაში ასეთი რამ წერია:
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის დაარსებიდან 10 წელი გავიდა, ამ ხნის განმავლობაში კი ჩვენ გამოვავლინეთ საუკეთესო მოთამაშეები, რომელთაც აღნიშნულ ტურნირზე უთამაშიათ.
ჩვენ აქ ვნახეთ NBA-ს ვარსკვლავები ამარე სტაუდმაიერი, ნორის კოული და მარიო ჩელმერსი, ასევე ვიხილეთ ევროპული კლუბების ყველაზე ცნობილი მოთამაშეები, ისეთები როგორებიც არიან: ტაირიზ რაისი და კიტ ლენგფორდი, ვნახეთ ახალგაზრდა ვუნდერკინდი, რომელიც რიკი რუბიოსთან ერთად მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა და მრავალი სხვა.
მაგრამ ყველა შერლოკს სჭირდება უოტსონი და ყველა ჯორდანს პიპენი, მათი ინდივიდუალური ბრწყინვალების მიუხედავად, კალათბურთი მაინც გუნდური სპორტია და საუკეთესოები ყოველთვის ბრწყინავენ, როდესაც მათ გვერდით ასევე საუკეთესოები არიან. -
გიორგი შერმადინსა და მარსელინიო უერტასზე:
როდესაც 10 სეზონის განმავლობაში ორ საუკეთესოზე ვსაუბრობთ, მეორე ადგილზე ორი ის მოთამაშე გაგვყავს, რომლებიც თითქმის საუკეთესოები არიან, ვინც კი ოდესმე გვინახავს თავიანთ პოზიციებზე.
უერტასი ჩემპიონთა ლიგის 2024 და 2025 წლების მოქმედი MVP-ია, ასევე 2022 წლის ფინალური ოთხეულის საუკეთესო კალათბურთელი, ხოლო გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში უდავოდ საუკეთესო ცენტრი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 1370 ქულით.
ლა ლაგუნა ტენერიფესთან ერთად, მათ მოიგეს ჩემპიონთა ლიგის მე-6 სეზონის ტიტული და ჩვენ იმდენად შევეჩვიეთ მათ დომინირებას ამ ლიგაში, რომ შანსი არ გვქონდა, რომ ისინი დეკადის საუკეთესო ხუთეულში არ დაგვესახელებინა.
ისინი, მარტივად, რომ ვთქვათ, საუკეთესოები არიან თავიან პოზიციაზე, რაც კი ოდესმე გვინახავს. -
🚨 Dynamic Duos: What is the best 1-2 punch to ever grace the BCL? 🥊#BasketballCL I #SeasonX pic.twitter.com/L3QNkT7qfT
— Basketball Champions League (@BasketballCL) March 7, 2026