ფენერბაჰჩეს წინააღმდეგ მარკის რიდი საუკეთესო იყო
1 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
თურქეთის საკალათბურთო სუპერლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში ტრაბზონსპორი ფენერბაჰჩესთან 93:90 სტუმრად დამარცხდა.
საქართველოს ნატურალიზებულმა მოთამაშემ მარკის რიდმა 36:08 წუთი ითამაშა და მატჩში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელიც იყო. მარკისმა 31 ქულა (14-დან 10 ორქულიანი, 12-დან 11 საჯარიმო), 8 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვალა.
ფენერბაჰჩედან 21 ქულით ტარიკ ბიბეროვიჩი გამოირჩა.
ტრაბზონსპორი 44 ქულით (17 მოგება, 10 მარცხი) მე-5 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას მარკის რიდის გუნდი 26 აპრილს გალათასარაის წინააღმდეგ გამართავს.
⏱ Karşılaşma sona erdi.
— Trabzonspor Basketbol (@TSBasketResmi) April 19, 2026
Fenerbahçe Beko 93-90 Trabzonspor pic.twitter.com/4kgDD1iVQz