Belive

ბაჰჩეშეჰირმა რომას მოუგო | მარკის რიდმა გუნდს ქულებით ულიდერა

2 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროთასის პირველი ტურის შეხვედრაში ბაჰჩეშეჰირმა რომას უმასპინძლა და 13-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 91:78 დაამარცხა

თურქულ გუნდს საქართველოს ნაკრების ლეგიონერმა, მარკის რიდმა ულიდერა, რომელმაც 15 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

უკანახაზელმა 2-დან 1 სამქულიანი, 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

მატჩის MVP ალექსა ავრამოვიჩი გახდა - სერბმა 13 ქულას, 6 მოხსნას, 4 ასისტსა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 22 შეადგინა.

ბაჰჩეშეჰირი მომავალ შეხვედრას კვირას, 4 ოქტომბერს, თურქეთის სუპერლიგაში, ჩაიროვას წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები