მარკის რიდმა გუნდს ქულებით ულიდერა | ბაჰჩეშეჰირმა მანრესას მოუგო
2 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევროთასის მე-3 ტურის შეხვედრაში ბაჰჩეშეჰირმა მანრესას უმასპინძლა და 12-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 100:88 დაამარცხა.
თურქულ გუნდს საქართველოს ნაკრების ლეგიონერმა, მარკის რიდმა ულიდერა, რომელმაც 22 ქულა (ყველაზე მეტი მატჩში), 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
უკანახაზელმა 12-დან 7 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.
ბაჰჩეშეჰირი, რომელიც 3-დან 3 მოგებით ევროთასის პირველ პოზიციზეა, მომავალ შეხვედრას შაბათს, 17 ოქტომბერს, თურქეთის სუპერლიგაში, ბურსასპორის წინააღმდეგ გამართავს.
📊 @bahcesehir_k12 ile Kids&Us Manresa galibiyeti nasıl geldi? ❤️💙 #LightTheFire | @EuroCup https://t.co/0k7mGWyhyF
— Bahçeşehir Koleji Spor Kulübü (@BKBasketbol) October 13, 2026