Belive

მამუკელაშვილმა ფილადელფიას 8 ქულა ჩაუგდო | ტორონტო ამჯერად დამარცხდა

2 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ტორონტო რაპტორსმა ფილადელფია სიქსერსს უმასპინძლა და 102:115 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებმა 2 დღის ინტერვალით, ზედიზედ ითამაშეს და პირველი შეხვედრა ტორონტომ, ოვერტაიმში მოიგო (116:115).

სანდრო მამუკელაშვილს დღეს უკეთესი შეხვედრა ჰქონდა (წინა მატჩი უქულოდ დაასრულა). ქართველმა სიქსერსთან 8 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. 5 ორქულიანიდან 2-ჯერ ჩააგდო, პერიმეტრიდან კი 2-ჯერ სცადა და ერთხელ ზუსტი აღმოჩნდა.

41 ჩატარებულ მატჩში, ტორონტოს 24 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხე ადგილს ინარჩუნებს, მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას ინდიანა პეისერსის წინააღმდეგ, სტუმრად ჩაატარებს.

სხვა სტატიები