მამუკელაშვილის მორიგი ბრწყინვალე მატჩი G-ლიგაში
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განვითარების ლიგის (NBA G-League) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ვისკონსინისა" და "ოსტინის" დაპირისპირება შედგა.
ოშკოშში გამართული დაძაბული და სანახაობრივი მატჩი, "ვისკონსინის" გამარჯვებით, 114:112 დასრულდა.
"ვისკონსინ ჰერდის" ქართველმა ფორვარდმა - სანდრო მამუკელაშვილმა, პარკეტზე 35 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 18 ქულის, 6 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.
Tonight's @bergstromauto POTG 👇@Mamukelashvili5 🦌 pic.twitter.com/diZtWy3ZsR
— Wisconsin Herd (@WisconsinHerd) December 22, 2022