Belive

მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი - სანდრომ G ლიგაში ორმაგი დუბლი გაიფორმა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

G ლიგის შეხვედრაში ,,ვისკონსინ ჰერდმა'' ,,კოლეჯ პარკ სქაიჰოუქსს'' უმასპინძლა და 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 120:116 დაამარცხა.

გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ,,ვისკონსინის'' ქართველმა ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა. სანდრომ 35 წუთში 29 ქულა, 16 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

სტუმართა შემადგენლობაში 21 წუთი ითამაშა გიორგი ბეჟანიშვილმა და მატჩი 2 ქულით, 2 მოხსნითა და 1 პასით დაასრულა.

მამუკელაშვილის გუნდი სამი მოგებით სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა. ,,კოლეჯ პარკ სქაიჰოუქსი'' კი 1 გამარჯვებითა და 3 მარცხით მე-12 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები