Belive

მამუკელაშვილის 6 ქულა და 7 მოხსნა - სან ანტონიო კვლავ დამარცხდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "სან ანტონიოსა" და "ოკლაჰომას" დაპირისპირება შედგა. სან ანტონიოში, "AT&T Center"-ში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 90:102 დასრულდა.

"სპურსის" ქართველმა ლეგიონერმა სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 16:38 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 6 ქულისა და 7 მოხსნის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილს სროლები არ წაუვიდა - ქართველმა კალათბურთელმა 6-დან მხოლოდ 1 ჩააგდო (სამქულიანი 0/3, საჯარიმო 4/6).

სხვა სტატიები