Belive

სან ანტონიომ მაიამის მოუგო - მამუკელაშვილმა 6 ქულა მოაგროვა

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის პრესეზონის შეხვედრაში ,,სან ანტონიო სპურსმა'' ,,მაიამი ჰიტი'' 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 120:104 დაამარცხა.

მატჩში 10 წუთამდე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

ქართველმა ფორვარდმა 2-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

,,სპურსის'' რიგებში საუკეთესო ვიქტორ ვებმანიამა იყო - 19 წლის ცენტრმა 23 ქულას, 4 მოხსნას, 4 პასსა და 3 დაფარებას მოუყარა თავი.

მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 ოქტომბერს, ,,ჰიუსტონ როკეტსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები