Belive

მამუკელაშვილის 13 ქულა და 5 მოხსნა ბოსტონის წინააღმდეგ

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ბოსტონისა" და "სან ანტონიოს" დაპირისპირება შედგა. ბოსტონში, "TD Garden"-ზე გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით - 137:93 დასრულდა.

"სან ანტონიოს" ქართველმა ლეგიონერმა - სანდრო მამუკელაშვილმა, პარკეტზე გატარებულ 22:10 წუთში 13 ქულის, 5 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩს "სან ანტონიო" 30 მარტს, "იუტას" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები