Belive

მამუკელაშვილი ვემბანიამაზე: "ის NBA-ს დაიპყრობს..."

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სან ანტონიო სპურსის" კალათბურთელმა - სანდრო მამუკელაშვილმა, თავის თანაგუნდელსა და NBA-ს ამომავალ ვარსკვლავზე - ვიქტორ ვემბანიამაზე ისაუბრა.

"პირველად რომ დავინახე, მან იანისი გამახსენა. ვთამაშობ და ვვარჯიშობ მასთან ერთად და ვხედავ, თუ როგორი სახიფათოა. ის იანისზე უფრო მაღალია და უფრო გრძელი კიდურები აქვს. ვგრძნობ, რომ ის NBA-ს დაიპყრობს..." - სანდრო მამუკელაშვილი

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ვემბანიამა 2023 წლის დრაფტის პირველ პიკად აირჩიეს და NBA-ს პრე-სეზონში იგი უკვე თავის ძალებს აჩვენებს ყველას. მთელი NBA მისი თამაშებითა და საოცარი შესაძლებებლობებით უკვე მოხიბლულია, ვნახოთ რა იქნება 24 ოქტომბერს, როდესაც NBA-ს ახალი სეზონი აიღებს სტარტს.

სხვა სტატიები