ლეიკერსმა ჰიუსტონი დაამარცხა | ნიუ იორკ ნიქსმა კი ატლანტა ჰოუკსი
NBA-ს პლეი-ოფის პირველი ეტაპის პირველ შეხვედრაში ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ჰიუსტონ როკეტსი 107:98 დაამარცხა.
მატჩში 27 ქულით საუკეთესო იყო ლუკ კენარდი, 19-19 ქულა მიითვალეს დეანდრე ეიტონმა და ლებრონ ჯეიმსმა, ორივე მათგანმა ორმაგი დუბლი გაიფორმა, ეიტონმა ეს 11 მოხსნით მოახერხა, ხოლო ლებრონს 13 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. ჰიუსტონელთა რიგებიდან ასევე 19 ქულით გამოირჩა ალპერენ შენგუნი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე გუნდი დანაკლისით თამაშობდა, ლეიკერსს გუნდის ლიდერები ლუკა დონჩიჩი და ოსტინ რივზი ვერ ეხმარებოდნენ, ჰიუსტონს კი ასევე ლიდერი კევინ დურანტი გამოაკლდა, ხოლო ხანგრძლივი ტრავმის გამო დიდი ხანია ვერ თამაშობენ სტივენ ადამსი და ფრედ ვანვლიტი.
გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა 22 აპრილს გაიმართება.
დღეს, პლეი-ოფში მეორე შეხვედრაც გაიმართა, სადაც ნიუ იორკ ნიქსმა ატლანტა ჰოუკსი 113:102 დაამარცხა.
მატჩში 28 ქულით საუკეთესო იყო ჯეილენ ბრანსონი, 26 ქულა კი სი ჯეი მაკკოლუმმა ჩააგდო.
გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა 21 აპრილს გაიმართება.