Belive

ლეიკერსმა დენვერი დაამარცხა და სერიაში ანგარიში შეამცირა

2 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის პლეი ოფის მორიგი მე-4 შეხვედრა გაიმართა "ლოს ანჯელეს ლეიკერსსა" და "დენვერ ნაგეთს" შორის. კალიფორნიელებმა მეტოქე 108:119 დაამარცხეს და სერიაში ანგარიში 3:1 გახადეს.

მიმდინარე სეზონის პლეი ოფის პირველ გამარჯვებაში, რომელიც "ლეიკერსმა" მოიპოვა ყველაზე მეტი ქულა დენვერელთა ვარსკვლავმა ნიკოლა იოკიჩმა მიითვალა, მან 33 ქულა ჩააგდო და ამასთან ერთად 14 მოხსნით და 14 ასისტით სამმაგი დუბლი გაიფორმა. "ნაგეთსიდან" 27 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა მაიკლ პორტერს.

ლოს ანჯელესის გუნდს 30 ქულით ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა, 25 ქულით და 23 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა ენტონი დევისმა.

პლეი ოფის პირველ რაუნდს "დენვერ ნაგეთსი" ლიდერობს და "ლეიკერსს" სერიაში 3:1 ამარცხებს, მომდევნო შეხვედრა 30 აპრილს დენვერში გაიმართება.

სხვა სტატიები