Belive

ლებრონ ჯეიმსი ისტორიის დაწერას აგრძელებს

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალურ საკათბურთო ასოციაციაში (NBA) ლოს ანჯელეს "ლეიკერსი" საკუთარ არენაზე იუტა "ჯაზს" დაუპირისპირდა. კალიფორნიელებმა ძალიან დიდი სხვაობით 131:99 გაიმარჯვეს.

ამ მატჩში ლებრონ ჯეიმსის მიერ კიდევ ერთი ისტორიული მიღწევა დაფიქსირდა, რომელიც უკვე 39.000 ქულას აღწევს. "მეფემ" 17 ქულა ჩააგდო და კიდევ უფრო მეტი ქულისკენ მიიწევს. მას ასევე 7 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა ენტონი დევისს ჰქონდა ორმაგ დუბლთან ერთად. "ლეიკერსის" ცენტრმა 26 ქულა, 16 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა. სტუმართა რიგებიდან კი ყველაზე მეტი 18 ქულა თურქმა ომერ იურცევენმა ჩააგდო.

სხვა სტატიები