Belive

კონფერენციების პირველი ფინალისტი გუნდი ინდიანა პეისერსია

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის პლეი ოფები გადამწყვეტ ფაზაში შედის და უკვე ვიცით, იმ პირველი გუნდის ვინაობა, ვინც კონფერენციების ფინალში ითამაშებს. აღმოსავლეთიდან ეს გუნდი "ინდიანა პეისერსი" იქნება. სერიის მეხუთე თამაშში, ინდიანამ "კლივლენდ კავალიერსი" სტუმრად 105:114 დაამარცხა და ამით სერიაც დაიხურა. საერთო ჯამში, ინდიანამ 4:1 მოიგო. აღსანიშნავია, რომ რეგულარული სეზონი კლივლენდმა პირველ ადგილზე დაასრულა, წყვილში გამარჯვებული ინდიანა კი მეოთხე იყო.

სტუმართა რიგებში გამოსარჩევია ტაირის ჰალიბარტონისა და პასკალ სიაკამის თამაში. ჰალიბარტონმა გუნდს 31 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი შესძინა, სიაკამმა კი 21 ქულა, 8 მოხსნა და 5 ასისტი.

დამარცხებულ გუნდში საუკეთესოები დონოვან მიტჩელი (35 ქულა, 9 მოხსნა, 1 ასისტი) და ევან მობლი იყვნენ (24 ქულა, 11 მოხსნა, 1 პასი).

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ინდიანას "ნიუ იორკ ნიქსსა" და "ბოსტონ სელტიკს" (ანგ. 3:1) შორის გამარჯვებული შეხვდება.

სხვა სტატიები