Belive

კოკოშკოვი ევროლიგის გრანდს გაწვრთნის

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი ევროლიგის გრანდს ჩაიბარებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კოკოშკოვსა და ანადოლუ ეფესს შორის შეთანხმება შედგა, რის შემდეგაც სლოვენიელი სპეციალისტი 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

თურქული მედიის მტკიცებით, მხარეთა შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია და ოფიციალური ხელის მოწერის ცერემონიალი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მოხდება, როდესაც ეფესს ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებს 2008-15 წლებში წვრთნიდა. თუმცა, სანაკრებო კარიერის თვალსაზრისით ყველაზე დიდი მიღწევა 2017 წლის ევრობასკეტზე ჰქონდა, როდესაც სლოვენიასთან ერთად ჩემპიონი გახდა.

სხვა სტატიები