Belive

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას გამოეხმაურა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის'' შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს საკალთბურთო ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას გამოეხმაურა:

,,მსოფლიო ჩემპიონატს - მოვდივართ!'' - წერს ხვიჩა ინსტაგრამის პირად გვერდზე.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისლანდიას უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 77:80 დამარცხდა.

საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად დღეს მოგება ან 3 ქულაზე მეტით არწაგება სჭირდებოდა (თუ მეტოქე 89 ქულაზე მეტს ჩააგდება და მოიგებდა, მაშინ საქართველოს მხოლოდ 1 ან 2 ქულით წაგება აძლევდა ხელს). შედეგად, ისტორიაში პირველად, ჩვენი ნაკრები მსოფლიო პირველობაზე იასპარეზებს.

333108145_561019242760886_522994168418299415_n

სხვა სტატიები