,,კვარა, გადავდოთ შენთვის რამდენიმე ბილეთი?'' - ფიბას ინსტაგრამი კვარაცხელიას მიმართავს
ფიბა მსოფლიო ჩემპიონატის ინსტაგრამ-გვერდმა პოსტზე, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას გვამცნობენ, კომენტარებში ხვიჩა კვარაცხელია მონიშნა და დაწერა:
,,კვარა, გადავდოთ შენთვის რამდენიმე ბილეთი?''
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისლანდიას უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 77:80 დამარცხდა.
საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად დღეს მოგება ან 3 ქულაზე მეტით არწაგება სჭირდებოდა (თუ მეტოქე 89 ქულაზე მეტს ჩააგდება და მოიგებდა, მაშინ საქართველოს მხოლოდ 1 ან 2 ქულით წაგება აძლევდა ხელს). შედეგად, ისტორიაში პირველად, ჩვენი ნაკრები მსოფლიო პირველობაზე იასპარეზებს.
ტურნირი, რომელსაც იაპონია, ფილიპინები და ინდონეზია უმასპინძლებენ, 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.