კევინ დურანტმა კარიერული ქულებით მაიკლ ჯორდანს გადაუსწრო
12 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ჰიუსტონ როკეტსმა მაიამი ჰიტი 123:122 დაამარცხა.
მატჩი გამორჩეული იყო კევინ დურანტის გენიალური მიღწევით, მან 27 ქულა ჩააგდო და კარიერის მანძილზე რეგულარულ სეზონში ჩაგდებული ქულებით მაიკლ ჯორდანს გადაუსწრო, დურანტს ამ დროისთვის 32 293 ქულა უფიქსირდება და ყველა დროის საუკეთესო მექულეებში მე-5 ადგილზე იმყოფება.
Congrats to @KDTrey5 of the @HoustonRockets for moving into 5th on the all-time SCORING list! pic.twitter.com/4vtDM0f1YN
— NBA (@NBA) March 22, 2026
აღნიშნულ შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა ბემ ადებაიომ ჩააგდო, მას ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა - 32 ქულა, 21 მოხსნა, მეორე ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი 27 ქულით კევინ დურანტი იყო.
ჰიუსტონ როკეტსი დასავლეთ კონფერენციაში 43 მოგებით და 27 მარცხით მე-4 პოზიციაზეა.