კევინ დურანტის დებიუტი ჰიუსტონში | როკეტსმა პრე-სეზონის მე-2 მატჩშიც იმარჯვა
1 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
კევინ დურანტმა ჰიუსტონის შემადგენლობაში დღეს პირველი შეხვედრა ჩაატარა. პრე-სეზონის მატჩში როკეტსმა იუტა ჯაზს უმასპინძლა და 13-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 140:127 დაამარცხა.
დურანტმა 23 წუთში 20 ქულას, 2 მოხსნას, 1 პასსა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. ორმაგი დუბლი გაიფორმა ალპერენ შენგუნმა, რომელმაც 13 ქულა, 13 შედეგიანი გადაცემა, 5 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა.
იუტას 25 ქულით, 6 მოხსნით, 3 ასისტით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით ეს ბეილიმ ულიდერა.
დურანტის გუნდი მომავალ მატჩს 15 ოქტომბერს, ნიუ ორლეანს პელიკანსთან სტუმრად გამართავს.