Belive

ჯოელ ემბიდმა შესაძლოა კარიერა უახლოეს მომავალში დაასრულოს

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

31 წლის ფილადელფიას ამერიკელმა კალათბურთელმა, ჯოელ ემბიდმა შესაძლოა საკალათბურთო კარიერა უახლოეს მომავალში დაასრულოს, ამის შესახებ The Philadelphia Inquirer-ის ჟურნალისტი კიტ პომპი საუბრობს.

პომპიმ SiriusXM NBA რადიოსთან ინტერვიუში ისაუბრა და ემბიდის ტრავმებზე გაამახვილა ყურადღება, ის ამბობს, რომ ჯოელ ემბიდის ბოლოდროინდელმა ინტერვიუმ მისი ტკივილისა და პრობლემების შესახებ, ტრავმების ისტორიასთან ერთად, გააღვივა ვარაუდები, რომ მისი კარიერა შესაძლოა დასასრულს უახლოვდებოდეს.

2023 წლის NBA-ს MVP-მ ცოტა ხნის წინს ამერიკულ გამოცემა ESPN-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც იმ სირთულეებზე ისაუბრა, რაც მას კარიერის განმავლობაში თან სდევს, ჟურნალისტი თვლის, რომ ემბიდის ეს კომენტარი შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ მისი კარიერა დასასრულს უახლოვდება.

ვფიქრობ, ჯოელმა შეიძლება იცოდეს, რომ დასასრული ახლოსაა, ამას მხოლოდ მე ვამბობ. ის ხალხს უხსნის, თუ რას განიცდის, ზოგადად იშვიათად ამბობენ სპორტსმენები თუ რა ტკივილებს განიცდიან, ვფიქრობ ემბიდმა იცის, რომ შეიძლება ეს მისთვის ბოლო სეზონი არ იყოს, მაგრამ დასასრული ახლოსაა.

შესაძლოა ის ფიქრობს, რომ იმ დონეზე ვეღარ ითამაშებს როგორც ადრე, შეიძლება ვცდებოდე და MVP გახდეს, მაგრამ მე ასე ვფიქრობ და სწორედ ამიტომ ვსაუბრობ ამ თემაზე. - კიტ პომპი - The Philadelphia Inquirer-ის ჟურნალისტი

ჯოელ ემბიდმა ბოლო ორი რეგულარული სეზონის განმავლობაში მხოლოდ 58 მატჩი ითამაშა. 2014 წელს, მას შემდეგ როდესაც მან NBA-ში კარიერა დაიწყო 400 შეხვედრა გამოტოვა, 446 კი ითამაშა. მას ბევრი ტრავმა ჰქონდა მუხლზე, პირველი ორი სეზონი კი ფეხის მოტეხილობის გამო გამოტოვა.

ჯოელ ემბიდი თავის პროფესიონალურ კარიერაში 2014 წლიდან მხოლოდ ერთ გუნდს წარმოადგენდა და დღემდე წარმოადგენს, ეს ფილადელფია სიქსერსია.

სხვა სტატიები