Belive

ფილადელფიამ მოიგო მატჩი, რომელსაც 29 ქულით აგებდა

1 კვირის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ფილადელფია სიქსერსმა კლივლენდ კავალიერსს უმასპინძლა და 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 114:106 დაამარცხა.

სიქსერსი მთელი მატჩის განმავლობაში აგებდა და მე-2 მეოთხედის ბოლოს ჩამორჩენა 29 ქულაც კი იყო, თუმცა გარდამტეხი ბოლო მეოთხედი აღმოჩნდა, როცა დაცვაში აგრესიულად მოთამაშე ტაირის მაქსის მეთაურობით, ფილადელფია 15:0 გაიქცა. გადამწყვეტ მომენტში ჯოელ ემბიდმა ზედიზედ 7 ქულა მოაგროვა, ანგარიში 96:95 გახადა და სიქსერსი წინ გაიყვანა, რაც საბოლოოდ გამარჯვებით დასრულდა.

41 წლის ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც ზაფხულში ფილადელფიასთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თავისი კარიერის ყველაზე დიდ ქამბექში 17 ქულა, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გუნდის კიდევ ერთმა ახალწვეულმა, ჯეილენ ბრაუნმა კი 21 ქულა, 8 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ჩაჭრა დააგროვა.

გამორჩეული მატჩი ჩაატარა ტაირის მაქსიმ - უკანახაზელმა 32 ქულას, 6 პასს, 3 მოხსნასა და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი. 24 ქულა, 7 მოხსნა და 1 ასისტი იყო ჯოელ ემბიდის ანგარიშზე.

ფილადელფია, რომელიც 2-დან 2 გამარჯვებით აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას კვირას, 25 ოქტობმერს, მილუოკი ბაქსის წინააღმდეგ გამართავს, კლივლენდის მეტოქე კი ბრუკლინი იქნება.