ჯეიმს ჰარდენმა კლიპერსი დატოვა და კარიერას კლივლენდში გააგრძელებს
36 წლის ჯეიმს ჰარდენმა ლოს ანჯელეს კლიპერსი დატოვა და კარიერას კლივლენდ კავალიერსში გააგრძელებს - აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ის საკალათბურთო მიმომხილველი შემს ჩანარია ავრცელებს.
ავტორიტეტული წყაროს მიხედვით, ტრეიდის შედეგად კლიპერსი კლივლენდისგან დარიუს გარლანდსა და NBA-ს დრაფტის მეორე რაუნდის პიკს მიიღებს.
36 წლის ჯეიმს ჰარდენს 2026/27 წლების სეზონში 42.3 მილიონი დოლარის გამომუშავების შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ჩანარია აღნიშნავს, რომ გარანტირებული მინიმუმი მხოლოდ 13 მილიონი დოლარია. ეს არის მეოთხე შემთხვევა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, როდესაც ჰარდენი გუნდს იცვლის.
BREAKING: The Los Angeles Clippers are trading James Harden to the Cleveland Cavaliers for Darius Garland and a second-round pick, sources tell ESPN. Prolific swap of the star point guards. pic.twitter.com/IHhhhabJnX
— Shams Charania (@ShamsCharania) February 4, 2026
ჯეიმს ჰარდენს სურს, რომ ახლა მომგებიან პოზიციაში იყოს - მან ეს კლიპერსს ნათლად განუცხადა. ჰარდენს ასევე სურს, რომ საკუთარი მომავალი ისეთ გუნდს დაუკავშიროს, სადაც გრძელვადიანი პერსპექტივა ექნება. კლიპერსი მას 2026/27 წლებისა და შემდგომ სეზონში გარანტიებს ვერ აძლევდა. კლივლენდ კავალიერსი კი აღმოჩნდა ის ფრენჩაიზი, რომელიც ჰარდენის კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს. - შემს ჩანარია.
შეგახსენებთ, რომ პროფესიონალური საკალათბურთო კარიერის განმავლობაში ჰარდენი ოკლაჰომას, ჰიუსტონის, ბრუკლინის, ფილადელფიასა და ლოს ანჯელეს კლიპერსის ღირსებას იცავდა - ვარსკვლავმა კარიერის საუკეთესო და ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი (2012-21) ჰიუსტონში გაატარა.