Belive

იორდანია, ირანი, მონტენეგრო - თბილისში კალათბურთის ოთხთა ტურნირი გაიმართება

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

12-13 აგვისტოს თბილისი საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირს "მერიის თასს" უმასპინძლებს.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის წინ მოსამზადებელ პროცესს გაივლის, ამის ფარგლებში კი 12-13 აგვისტოს თბილისში შეჯიბრს ვუმასპინძლებთ, რომელშიც საქართველოს ნაკრებთან ერთად მონაწილეობას მონტენეგროს, ირანისა და იორდანიის ნაკრებები მიიღებენ.

12 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ირანს დაუპირისპირდება, შესაბამისად მონტენეგრო იორდანიას შეხვდება. 13 აგვისტოს კი III და I ადგილისთვის ფინალები გაიმართება.

14 აგვისტოს კი საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ირანს დაუპირისპირდება, როგორც ცნობილია მატჩი დახურული იქნება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელი გრაფიკი და მგზავრობის თარიღები

სხვა სტატიები