Belive

იოკიჩის სამმაგი დუბლი - დენვერმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2023/24 წლების სეზონი "დენვერისა" და "ლეიკერსის" დაპირისპირებით დაიწყო. დენვერში, "Ball Arena"-ზე გამართული მატჩი, "დენვერის" გამარჯვებით 119:107 დასრულდა.

გასაკვირი არაა, რომ "დენვერის" გამარჯვებაში ლომის წილი გუნდისა და NBA-ს გამორჩეულმა ვარსკვლავმა - ნიკოლა იოკიჩმა დაიდო. "ნაგეტსის" სერბმა ლიდერმა სეზონი სამმაგი დუბლით დაიწყო და პარკეტზე გატარებულ 36:16 წუთში, 29 ქულა, 13 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

"ლოს ანჯელეს ლეიკერსს" ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა, თუმცა, მის მიერ დაგროვებულმა 21 ქულამ, 8 მოხსნამ და 5 ასისტმა, "ლეიკერსი" მარცხისგან ვერ იხსნა.

სხვა სტატიები