Belive

იანის ანტეტოკუნმპოს მილუოკის ისტორიაში ყველაზე მეტი ქულა, მოხსნა და ასისტი აქვს

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

იანის ანტეტოკუნმპოს "მილუოკი ბაქსის" ფრენჩაიზის ისტორიაში ყველაზე მეტი ქულა, მოხსნა და ასისტი აქვს.

"ჰიუსტონის" წინააღმდეგ ბერძენმა კალათბურთელმა 17 მოხსნა დააგროვა და 7165 გაუხდა რაც "ბაქსის" ისტორიაში ყველაზე მეტია. ამ შედეგით მან კარიმ აბდულ ჯაბარს გადაასწრო, რომელსაც აქამდე ყველაზე მეტი მოხსნა ჰქონდა 7161.

ბერძენი ასევე ლიდერია

ქულებში: 17065

მოხსნებში: 7165

ასისტებში: 3503

ბლოკებში: 936

ჩატარებულ შეხვედრებში: 744

იანის ანტეტოკუნმპო ამ ინდივიდუალური მიღწევით, რომელიც ფრენჩაიზის ისტორიაში ყველაზე მეტ ქულას, ასისტს და მოხსნას გულისხმობს შეუერთდა:

ლებრონ ჯეიმსი - "კლივლენდ კავალიერსი"

კევინ გარნეტი – "მინესოტა ტიმბერვულვზი"

მაიკლ ჯორდანი - "ჩიკაგო ბულსი".

სხვა სტატიები