Belive

ევრობასკეტი 2025 | საბერძნეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

4 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრებმა 2025 წლის ევრობასკეტისთვის 19 მოთამაშისგან შემდგარი წინასწარი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს რა თქმა უნდა ულიდერებს, NBA-ს და მილუოკი ბაქსის ვარსკვლავი იანის ანტეტოკუნმპო. იანისის გარდა საბერძნეთი გამოცდილი, ახალგაზრდა და ნიჭიერი კალათბურთელებით იქნება დაკომპლექტებული, მათ შორისაა კოსტას სლუკასი, რომელიც 2-წლიანი შესვენების შემდეგ ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა, ასევე ნატურალიზებული მოთამაშე, ტაილერ დორსი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება.

საბერძნეთს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშეც გამოაკლდება. დადასტურებულია, რომ ნიკ კალატესი, გიორგიოს პაპაიანისი, იოანის პაპაპეტრუ, ტომას ვოკაპი, თანასის ანტეტოკუნმპო და ნიკოს როგავოპულოსი ტურნირს გამოტოვებენ.

საბერძნეთის სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

  • კოსტას პაპანიკოლაუ (ოლიმპიაკოსი)

  • კოსტას სლუკასი (პანათინაიკოსი)

  • იანულის ლარენცაკისი (ოლიმპიაკოსი)

  • იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკი ბაქსი)

  • დინოს მიტოღლუ (პანათინაიკოსი)

  • პანაიოტის კალაიცაკისი (პანათინაიკოსი)

  • დიმიტრის კაციველისი (აეკი)

  • კოსტას ანტეტოკუმპო (ოლიმპიაკოსი)

  • ვასილისი ტოლიოპულოსი (პანათინაიკოსი)

  • ტაილერ დორსი (ოლიმპიაკოსი)

  • ნიკოს ჰუგასი (ცედევიტა ოლიმპია)

  • ნეოკლეს ავდალასი (ვირჯინია ტექი, NCAA)

  • ჰომერ ნეციპოგლუ (ოლიმპიაკოსი)

  • ანტონის კარაგიანიდისი (ოლიმპიაკოსი)

  • ალექსანდერ ნიკოლაიდისი (მარუსი)

  • ალექსანდერ სამოდუროვი (პანათინაიოკოსი)

  • ლეფტერის ლიოტოპულოსი (სენტ ჯონსი, NCAA)

  • ნასოს ბაზინასი (პრომეთე)

  • ვანგელის ზუგრისი (ლუისვილი, NCAA)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფი ევრობასკეტზე ასე გამოიყურება:

  • საქართველო

  • იტალია

  • ესპანეთი

  • საბერძნეთი

  • ბოსნია

  • კვიპროსი

თამაშების განრიგი კი ასეთია:

  1. საქართველო VS ესპანეთი - 28 აგვისტო

  2. იტალია VS საქართველო - 30 აგვისტო

  3. საქართველო VS საბერძნეთი - 31 აგვისტო

  4. კვიპროსი VS საქართველო - 2 სექტემბერი

  5. ბოსნია ჰერცოგოვინა VS საქართველო - 4 სექტემბერი

სხვა სტატიები