Belive

იანის ანტეტოკუნმპო საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებს | საბერძნეთს კიდევ 2 ლიდერი უბრუნდება

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

2025 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ იანის ანტეტოკუნმპოც იასპარეზებს. Gazzeta-ს ცნობით იანისთან მიმართებაში საკამათო არაფერია, ის აუცილებლად ითამაშებს. იგივე წყაროს ცნობით კოსტას სლუკასი 2022 წლის ევრობასკეტის შემდეგ პირველად დაბრუნდება საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებში.

რაც შეეხება სხვა კალათბურთელებს, ტაილერ დორსი, რომელიც წარმოშობით ბერძენ-ამერიკელია საბერძნეთის ნაკრებში დაბრუნებას გეგმავს, რადგან თომას უოლკაპი ზურგის პრობლემების გამო თამაშს ვერ შეძლებს.

სლუკასის მსგავსად დორსიც 2022 წლის ევრობასკეტში მონაწილეობის შემდეგ ნაკრებს პირველად უბრუნდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფი ევრობასკეტზე ასე გამოიყურება:

  • საქართველო

  • იტალია

  • ესპანეთი

  • საბერძნეთი

  • ბოსნია

  • კვიპროსი

თამაშების განრიგი კი ასეთია:

  1. საქართველო VS ესპანეთი - 28 აგვისტო

  2. იტალია VS საქართველო - 30 აგვისტო

  3. საქართველო VS საბერძნეთი - 31 აგვისტო

  4. კვიპროსი VS საქართველო - 2 სექტემბერი

  5. ბოსნია ჰერცოგოვინა VS საქართველო - 4 სექტემბერი

სხვა სტატიები