Belive

იანის ანტეტოკუნმპო პარკეტიდან მოწინააღმდეგის დაცინვის გამო გააგდეს

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

მილოუკი ბაქსისა და დეტროიტ პისტონსის შეხვედრაში, ბერძენმა სუპერვარსკვლავმა, იანის ანტეტოკუნმპომ ორი ტექნიკური ჯარიმა მიიღო და პარკეტი ნაადრევად დატოვა. მესამე პერიოდის დაწყებიდან 3 წუთის შემდეგ, იანისმა აგრესიული ჩატენვით დაამთავრა თავისივე წამოწყებული სწრაფი შეტევა. "დანქის" შემდეგ მსაჯებმა ჩათვალეს, რომ იანისი ზედმეტად გამომწვევი (დამცინავი) იყო მისი ოპონენტის, ისაია სტიუარტის მიმართ და მეორე ტექნიკური ჯარიმა მისცეს, იანისმა "ფოლი" გააპროტესტა, თუმცა უშედეგოდ, მას გასახდელში წასვლა დროზე ადრე მოუხდა.

მიუხედავად პარკეტზე გატარებული მხოლოდ 21 წუთისა, ანტეტოკუნმპომ 15 ქულას, 9 მოხსნასა და 5 პასს მოუყარა თავი, მილოუკიმ კი პისტონსი (120-118) დაამარცხა.

სხვა სტატიები