Belive

გულშემატკივრები კაირი ირვინგს აკრიტიკებენ!

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

"ბრუკლინ ნეტსის" ლიდერი კაირი ირვინგი კვლავ საყოველთაო ყურადღების ცენტრშია მოქცეული.

კაირის გარშემო აგორებული სკანდალის სათავე ანტი-სემიტური შინაარსისა და დეზინფორმაციის შემცველ ფილმს უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ, Twitter-ზე განთავსებულ პოსტში, "ბრუკლინის" მფლობელმა - ჯო ცაიმ, ირვინგი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი ქმედებით იმედგაცრუებულია.

საქმე ეხება დოკუმენტურ ფილმს, ("New World Order") რომელიც ანტი-სემიტურ შინაარსს ატარებს.

როგორც ჩანს, "ბრუკლინის" მფლობელის ტვიტი ირვინგისათვის საგანგაშო აღმოჩნდა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა საჯაროდ სცადა საკუთარი პოზიციის ახსნა და გაუგებრობისთვის ბოდიში მოიხადა.

"ბრუკლინის" ფანებისთვის ირვინგის ბოდიში საკმარისი არ აღმოჩნდა. NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში, რომელშიც "ბრუკლინი" გოგა ბითაძის "ინდიანას" დაუპირისპირდა, ფანები გამოჩნდნენ, რომელთაც სპეციალური მაისურები ეცვათ. "Fight Antisemitism" მაისურებში გამოწყობილი ფანები, ირვინგს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კაირი სკანდალში ეხვევა. "ბრუკლინის" ლიდერი საკუთარი აზრის დაფიქსირებას არასდროს ერიდება და ხშირად საზოგადოებისათვის მიუღებელ ან საზოგადოებრივი აზრის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს.

სხვა სტატიები