Belive

გოგა ბითაძეს შედეგიანი მატჩი ჰქონდა | ორლანდო გოლდენ სტეიტთან დამარცხდა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი" "გოლდენ სტეიტ უორიორსთან" 121:115 დამარცხდა.

კარგი მატჩი ჰქონდა ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 26:12 წუთი ითამაშა, მან ამ დროში 13 ქულა დააგროვა, 7 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი. აღსანიშნავია, რომ ქართველ ცენტრს შეხვედრაში 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, 5-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და 1-დან 1 სამქულიანი.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 26 ქულა სტეფ კარის ჰქონდა, მან ასევე 2 მოხსნა და 6 ასისტიც მიითვალა. ორმაგი დუბლი გაიფორმა პაოლო ბანკერომ 27 ქულით და 12 მოხსნით.

სხვა სტატიები