Belive

გოგა ბითაძემ 9 წუთი ითამაშა | ორლანდომ მემფისი დაამარცხა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქმა" "მემფის გრიზლისი" დიდი ანგარიშით 118:88 დაამარცხა.

მატჩში თითქმის 9 წუთი ითამაშა ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ, მან ამ დროში 4 ქულა (3-დან 2, 66.7%) და 4 მოხსნა დააგროვა.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი ჯორდან გუდვინი იყო, რომელმაც 16 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

"ორლანდო მეჯიქის" სამ კალათბურთელს ჰქონდა 15 ქულა, კოულ ენტონის, ჯეილენ საგს და ვენდელ კარტერს, კარტერმა 13 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი გაიფორმა.

"ორლანდო მეჯიქი" 43 მოგებით და 31 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. შემდეგ მატჩში ქართველი კალათბურთელის გუნდი "პორტლენდს" დაუპირისპირდება, შეხვედრა 2 აპრილს გაიმართება.

სხვა სტატიები