Belive

"გოგა ბითაძე შესაძლოა ჩიკაგო ბულსში გადავიდეს" - bleacherreport

2 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

"ორლანდო მეჯიქის" ქართველ კალათბურთელ გოგა ბითაძეს სეზონის ბოლოს შეუზღუდავი თავისუფალი აგენტის სტატუსი ექნება და "ჩიკაგო ბულსმა" ის შესაძლოა ანდრე დრამონდის შემცვლელად განიხილოს, ამის შესახებ ინფორმაციას bleacherreport აქვეყნებს.

ჩიკაგოელებს ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო და შედეგიანი ცენტრი ჰყავთ ანდრე დრამონდის სახით, რომელიც სათადარიგოდან ერთვება, მაგრამ კალათბურთელი შეუზღუდავი თავისუფალი აგენტი ხდება და შესაძლოა ის გუნდიდან წავიდეს.

24 წლის გოგა ბითაძეს ერთ-ერთი კარგი სეზონი აქვს, ის თავის სამუშაოს ჩუმად და შედეგიანად ასრულებს, მაგრამ შეზღუდული როლით. ქართველმა კალათბურთელმა "ჩიკაგოში" შეიძლება ვერ მიიღოს დიდი სათამაშო დრო და გუნდისგან ამის გარანტიაც ვერ მიიღოს, მიუხედავად ამისა ის სუპერ სანდო მოთამაშეა, პროცენტულად ის კარიერაში 60.3%-ს აგროვებს, ასევე მას საშუალოდ 1.2 დაფარება აქვს 15.4 წუთში, მას თამაშის კარგი ხედვა აქვს და შეუძლია შედეგიანი გადაცემების გაკეთება. - bleacherreport

სხვა სტატიები