Belive

გოგა ბითაძე ძირითადში იყო, მაგრამ ვენდელ კარტერს ბევრად მეტი ქულა ჰქონდა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი" "ფილადელფია სიქსერსთან" 109:124 დამარცხდა.

ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი კალათბურთელი, მან 15:35 წუთი ითამაშა რა დროშიც 2 ქულა, 2 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი შეასრულა. გოგამ თამაშიდან ბურთი 2-ჯერ ისროლა, სამქულიანიდან ზუსტად შესრულება ვერ შეძლო, მხოლოდ 1 ორქულიანის ჩაგდება მოახერხა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გოგა ბითაძის შემცვლელმა და "ორლანდო მეჯიქის" ყოფილმა ძირითადი შემადგენლობის ცენტრმა ვენდელ კარტერმა თავის გუნდში ყველაზე მეტი 25 ქულა და ყველაზე მეტი 11 მოხსნა შეასრულა (6 მეტოქის ფარზე).

ზოგადად მატჩში საუკეთესო "სიქსერსის" სუპერვარსკვლავი ჯოელ ემბიდი იყო, მან 36 ქულა, 7 მოხსნა, 2 ასისტი და 4 ჩაჭრა მიითვალა. კარგი მატჩი ჰქონდა ტაირის მექსის, რომელმაც 32 ქულა ჩააგდო.

გოგა ბითაძის გუნდი 22 მოგებით და 20 წაგებით მე-8 ადგილზეა, შემდეგ მატჩს კი 22 იანვარს "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები