Belive

გიორგი შერმადინის ტენერიფე ბასკონიასთან დამარცხდა

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფე" ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში "ბასკონიას" დაუპირისპირდა, ქართველის გუნდი მძიმე ბრძოლაში 104:100 დამარცხდა

გიორგი შერმადინმა არასრულ 29 წუთში 13 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა.

ყველაზე მეტი 27 ქულა მატჩში ხაიმე ფერნანდესს ჰქონდა 8 შედეგიან გადაცემასთან და 4 მოხსნასთან ერთად, მაგრამ მან გუნდი მარცხისგან მაინც ვერ იხსნა. "ბასკონიას" რიგებიდან საუკეთესო ვანია მარინკოვიჩი იყო 25 ქულით და 4 მოხსნით.

შემდეგ ტურში "ლენოვო ტენერიფე" 16 დეკემბერს მანრესას დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები