Belive

გიორგი შერმადინის ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატის 1/2-ფინალშია

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ACB ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მეორე შეხვედრაში გიორგი შერმადინის ტენერიფემ ხოვენტუტი სტუმრად 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 80:70 დაამარცხა და სერია დახურა.

მატჩში ქართველმა ცენრმა 28 წუთამდე ითამაშა, რა დროშიც 13 ქულას, 7 მოხსნას, 2 პასს, 2 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი. შერმადინმა 8-დან 6 ორქულიანისა და 1-დან 1 საჯარიმოს ჩაგდება შეძლო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 19 შეადგინა, რითაც ორივე გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ბრუნო ფიტიპალდოს ჩამორჩა.

ტენერიფეს მეტოქე ნახევარფინალში ვალენსია იქნება, რომელმაც გრან კანარიას ასევე 2:0 მოუგო.

ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი რეალია - მადრიდელებმა შარშან მურსია ფინალურ სერიაში 3:0 დაამარცხეს.

სხვა სტატიები