Belive

გიორგი შერმადინის 11 ქულა და ტენერიფეს გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

გიორგი შერმადინის ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე ლატვიური რიგა 76:55 დაამარცხა. ჯგუფურ ეტაპზე ესპანურმა გუნდმა მეორე გამარჯვება მოიპოვა და 5 ქულით პირველ ადგილზეა. ჯგუფში 5 ქულა აქვს კიდევ ორ გუნდს, დარუშაფაქას და ფრანგულ შოლეს, პირველ ადგილზე კი უკეთესი ურთიერთშეხვედრების მაჩვენებლით ტენერიფე პირველ ადგილზეა. ბოლო ადგილს იკავებს რიგა, 3 წაგებით, რომელსაც 3 ქულა აქვს.

კარგი მატჩი ჰქონდა გიორგი შერმადინს, რომელმაც 17:42 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა და 1-1 დაფარება/ასისტი მიითვალა. საუკეთესო ხაიმე ფერნანდესი იყო 22 ქულით, 7 ასისტით და 2 მოხსნით.

სხვა სტატიები