Belive

გიორგი შერმადინის ტენერიფემ გრან კანარია დაამარცხა

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

გიორგი შერმადინის "ლენოვო" ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში გრან კანარიას დაუპირისპირდა, ძირითადი დრო ფრედ 74:74 დასრულდა. ოვერტაიმში ქართველის გუნდმა მეტოქე 20:8 დაამარცხა, საბოლოოდ კი 94:82, გამარჯვება ტენერიფეს დარჩა.

გიორგი მატჩში საუკეთესო იყო თითქმის 27 წუთში 24 ქულა 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. თანაგუნდელს მარსელინიო უერტასს ორმაგი დუბლი ჰქონდა 16 ქულა 6 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა.

17 ქულა ჰქონდა ყველაზე მეტი მეტოქე გუნდის კალათბურთელს სლაუტერს.

"ლენოვო" ტენერიფე შემდეგ მატჩს 2 დეკემბერს ობრადოიროს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები