Belive

გიორგი შერმადინი საკუთარი გუნდის რიგებიდან საუკეთესო იყო

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

გიორგი შერმადინის "ლენოვო" ტენერიფე საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში რიგასთან 77:72 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი თავისი გუნდის რიგებიდან საუკეთესო იყო 29 წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ყველაზე კარგი მაჩვენებელი 17 ქულა მატჩში მოწინააღმდეგე გუნდიდან ალექსანდრ მადსენს ჰქონდა .

ტენერიფემ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა ჯერჯერობით ვერ გაინაღდა და ყველაფერი მომდევნო ტურში ფრანგული "შოლეს" წინააღმდეგ გადაწყდება, შეხვედრა 19 დეკემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები