გილჯეს-ალექსანდერის კარიერის რეკორდი | ოკლაჰომამ ინდიანას დრამატულ მატჩში მოუგო
1 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა, ოკლაჰომა სიტი თანდერმა, ახალი სეზონი ზედიზედ ორი 2-ოვერტაიმიანი მატჩით დაიწყო.
დღეს მარკ დეინოს გუნდმა ინდიანა პეისერსი სტუმრად 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 141:135 დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი დრო 113:113 დასრულდა, პირველი ოვერტაიმი 11:11, მე-2 ოვერტაიმში კი ოკლაჰომამ 17:11 იმარჯვა.
გამორჩეული მატჩი ჩაატარა შეი გილჯეს-ალექსანდერმა, რომელმაც 55 ქულით კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა. NBA-ის მოქმედ MVP-ის ანგარიშზე 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარებაც იყო.
ინდიანას 36 ქულით, 11 მოხსნითა და 1 ასისტით ბენედიქტ მატურინმა ულიდერა.
ოკლაჰომა მომავალ შეხვედრას კვირას, 26 ოქტომბერს, ატლანტასთან სტუმრად გამართავს, ინდიანა კი ამავე დღეს მემფისს ესტუმრება.