Belive

ტორონტომ კვლავ მოიგო | სანდროს შედეგიანი მატჩი ჰქონდა

2 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ტორონტო რეპტორსმა ინდიანა პეისერსი 129:111 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა მატჩში 22:09 წუთი ითამაშა, რა დროშიც 12 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 30 ქულა პასკალ სიაკამის ანგარიშზე იყო, თანაბრად 22-22 ქულა ჩააგდეს ერ.ჯეი ბარეტმა, ენდრიუ ნემბჰარდმა და ჯეიკობ პოელტლმა.

ტორონტო რეპტორსი 8 მოგებით და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 18 ნოემბერს, შარლოტ ჰორნეტსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები