ფინალების MVP - თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონია
5 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერიის მე-3 შეხვედრაში ვირტუს ბოლონიამ ბრეშა 22-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 96:74 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა.
მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 31 ქულას, 9 მოხსნას და 5 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 46 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში, რა თქმა უნდა, საუკეთესო მაჩვენებელია.
თოკომ შეხვედრაში 4-დან 4 სამქულიანის, 8-დან 7 ორქულიანისა და 5-დან 5 საჯარიმოს ჩაგდება შეძლო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
ვირტუსმა იტალიის ჩემპიონობა მეჩვიდმეტედ იზეიმა, ბოლონიური გუნდი ამ მხრივ მხოლოდ მილანს (31) ჩამორჩება.
𝐒𝐄𝐕𝐄𝐍𝐓𝐄𝐄𝐍 🏆🇮🇹
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) June 17, 2025
Ha vinto Bologna! pic.twitter.com/III1KknjJU