Belive

ფიბას განახლებული რეიტინგი - რომელ ადგილზეა საქართველო ევრობასკეტის ფავორიტებს შორის?

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე 2 დღე რჩება. ფიბამ ტურნირის ე.წ  Power Rankings კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა.

განახლებულ რეიტინგში ტურნირის მთავარი ფავორიტი ისევ სერბეთის ნაკრებია, მეორე კვლავ გერმანიაა, მესამე კი - საფრანგეთი.

2 პოზიციით დაქვეითდა და მე-18 ადგილს იკავებს საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელმაც ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ყველა ამხანაგური მატჩი წააგო.

საქართველო ევრობასკეტის C ჯგუფში საბერძნეთის, ესპანეთის, იტალიის, ბოსნიისა და კვიპროსის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

ჯიკიჩის გუნდი ტურნირის პირველ შეხვედრას 28 აგვისტოს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

  • ჩვენი ჯგუფიდან Power Ranking-ში ყველაზე მაღალ, მე-4 პოზიციას, საბერძნეთი იკავებს. იტალია მერვეა, ესპანეთი - მე-10, ბოსნია - მე-17, კვიპროსი კი - 24-ე.

სხვა სტატიები