Belive

FIBA-ს ექსპერტთა ვერსიით, შენგელია და შერმადინი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

FIBA-მ კალათბურთის ექსპერტები გამოკითხა და მათ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის სიმბოლური ხუთეულის დასახელება სთხოვა.

სამიდან სამმა ექსპერტმა გუნდში პირველ არჩევნად საქართველოს ნაკრების კალათბურთელები დაასახელა - ორმა (ჯეფ ტეილორმა და დავიდ ჰეინმა) გიორგი შერმადინი აირჩია, ერთმა კი თორნიკე შენგელია.

სიმბოლურ ხუთეულში, ასევე, მარკო სპისუ (იტალია), ხაიმე ფერნანდესი (ესპანეთი) და ვიქტორ ვემბანიამა (საფრანგეთი) მოხვდნენ.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისლანდიას უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 77:80 დამარცხდა.

საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად მოგება ან 3 ქულაზე მეტით არწაგება სჭირდებოდა (თუ მეტოქე 89 ქულაზე მეტს ჩააგდება და მოიგებდა, მაშინ საქართველოს მხოლოდ 1 ან 2 ქულით წაგება აძლევდა ხელს). შედეგად, ისტორიაში პირველად, ჩვენი ნაკრები მსოფლიო პირველობაზე იასპარეზებს.

სხვა სტატიები