ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია
2025 წლის საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალური ეტაპი ოფიციალურად დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ ყველა აუტსაიდერმა ბოლომდე იბრძოლა და რამდენიმე სენსაციაც დაფიქსირდა, მათ შორის ჩვენი ნაკრებისა და ფინეთის შედეგები.
მერვედფინალური წყვილები ასეთი იყო:
ლიეტუვა/ლატვია 88:79
საბერძნეთი/ისრაელი 84:79
თურქეთი/შვედეთი 84:79
პოლონეთი/ბოსნია 80:72
გერმანია/პორტუგალია 85:58
იტალია/სლოვენია 77:84
სერბეთი/ფინეთი 86:92
საფრანგეთი/საქართველო 70:80
მეოთხედფინალის წყვილები:
ლიეტუვა/საბერძნეთი
თურქეთი/პოლონეთი
გერმანია/სლოვენია
ფინეთი/საქართველო
მეოთხედფინალური შეხვედრები 9 და 10 სექტემბერს ჩატარდება. საქართველოს ნაკრები ფინეთის წინააღმდეგ 10 სექტემბერს, 20:00 საათზე ითამაშებს.
WHO YOU GOT? 🗣️
— FIBA EuroBasket (@EuroBasket) September 7, 2025
The #EuroBasket Quarter-Finals field is set! 🏆 pic.twitter.com/Tr6C26P9pW