Belive

რა გზა უნდა გაიაროს საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად?

1 დღის წინ კალათბურთი
2 წთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი 3 მოგებითა და 3 მარცხით ჯგუფის მე-3 პოზიციაზე დაასრულა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ჩვენი გუნდი A ჯგუფის სამეულში მოხვედრის შემთხვევაში, B ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრებს გაეჯიბრებოდა, რომელიც ასე დაკომპლექტდა:

  1. მონტენეგრო - 4 მოგება, 2 ფრე

  2. პორტუგალია - 3 მოგება, 3 ფრე

  3. საბერძნეთი - 3 მოგება, 3 ფრე

უკვე გარკვეულია მატჩების ჩატარების თარიღიც:

  • საქართველო - მონტენეგრო | 28 აგვისტო

  • პორტუგალია - საქართველო | 31 აგვისტო

  • საბერძნეთი - საქართველო | 26 ნოემბერი

  • საქართველო - პორტუგალია | 29 ნოემბერი

  • მონტენეგრო - საქართველო | 26 თებერვალი, 2027 წელი

  • საქართველო - საბერძნეთი | 1 მარტი, 2027 წელი

იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გაიფორმოს, საჭიროა მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის ტოპ სამეულში მოხვდეს.

ანალოგიური გზა გაიარა ეროვნულმა გუნდმა წინა შესარჩევ ეტაპზე, სადაც პირველ რაუნდში მე-2 ადგილი დაიკავა, მეორეში კი - მე-3.

  • 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც კატარი მასპინძლობს, 27 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

  • საქართველოს ნაკრებმა 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშა, ჯგუფური ეტაპი დასძლია და საბოლოოდ ასპარეზობა მე-16 პოზიციაზე დაასრულა.