"ევრობასკეტზე ბოლდუინი ჩვენს ნაკრებს დაეხმარება" - საქართველოს ნაკრების ექიმი
6 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი ტრავმის შემდეგ მოედანს ჯერ ვერ დაუბრუნდა. კამარ ბოლდვინის თამაში გასულ კვირას იგეგმებოდა, მაგრამ ის ესპანური ბასკონიას შემადგენლობაში არ გამოჩენილა. ბოლდუინის შესახებ მოგვიანებით ბასკონიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ის ბოლომდე მზად არ იყო და კამარის მოედანზე დაბრუნება გადაიდო.
ბოლდუინთან აქტიურ კავშირზეა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი, თორნიკე გოგიჩაიშვილი. მოგეხსენებათ, ივლისის ბოლოს ჩვენი ნაკრების შეკრება იწყება, რომელიც ევრობასკეტისთვის მოემზადება და ბოლდუინის ბედით ყველა, განსაკუთრებით სამედიცინო შტაბი დაინტერესებულია. ინტერვიუს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.
მარტში კამარ ბოლდუინმა თამაშის დროს დაზიანება მარჯვენა ხელის მტევანზე მიიღო. კვლევებით დადგინდა, რომ საქმე გვქონდა მარჯვენა ხელის მტევნის მეხუთე თითის პროქსიმალური ფალანგის ხაზოვან ფრაგმენტულ მოტეხილობასთან. გადაწყდა ქირურგიული ჩარევა და მოხდა მოტეხილი ძვლის შიდა ფიქსაცია ორთოპედიული სამაგრებით. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. კამარ ბოლდუინმა გაიარა რეაბილიტაციის კურსი, რის შემდეგაც, 30 აპრილს მოსცილდა ორთოპედიული ინპლანტები და კამარ ბოლდუინი შეუდგა ვარჯიშს.
აღდგენის პროცესი ახლაც აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ბოლო რენტგენოლოგიური კვლევებით შეხორცების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ყოველდღიურ კონტაქტზე ვარ როგორც კამართან, ისე "ბასკონიას" ექიმებთან და იმედს ვიტოვებთ, რომ ის ამ სეზონშივე შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. ბოლდუინის თამაშს ჩვენს ნაკრებში ევრობასკეტზე (ამ ტრავმის გამო) საფრთხე არ ემუქრება და ის ძალიან მალე შეძლებს, დაეხმაროს საქართველოს ნაკრებს. - თორნიკე გოგიჩაიშვილი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი